Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

"ჰამასი" აცხადებს, რომ მიღწეულია ისრაელთან შეთანხმება ცეცხლის შეწყვეტაზე


„ჰამასის“ წარმომადგენელი აცხადებს, რომ ამ გასამხედროებული ჯგუფის წევრებმა და ისრაელმა თანხმობა განაცხადეს ეგვიპტის შუამავლობით მომზადებულ ზავზე. ეს ცნობა ჯერ არ დაუდსტურებია ისრაელს. „ჰამასის“ წარმომადგენლის, აიმან ტაჰას განცხადებით, ზავი ძალაში შევა ადგილობრივი დროით ღამის 12 საათზე (თბილისის დროით ღამის 2 საათზე). ეგვიპტის პრეზიდენტმა მოჰამედ მურსიმ დღეს გამოთქვა რწმენა, რომ სამშაბათს გვიან საღამოს არის მოსალოდნელი ცეცხლის შეწყვეტაზე პალესტინელებისა და ისრაელის შეთანხმება. ისრაელის პრემიერ-მინისტრმა ბენიამინ ნეტანიაჰუმ კი იერუსალიმში განაცხადა, რომ მისი ქვეყანა მხარს უჭერს ღაზის კრიზისის გრძელვადიან მოგვარებას, მაგრამ ისრაელი მიმართავს ყველა საჭირო ზომას, თუ დიპლომატიის გზით ვერ მოგვარდება პალესტინელების სარაკეტო თავდასხმების პრობლემა.
XS
SM
MD
LG