Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ყაზახეთში შესაძლოა აიკრძალოს ორი ოპოზიციური პარტია და ზოგი მედიასაშუალება


ყაზახეთის ხელისუფლება აპირებს ორი ოპოზიციური ორგანიზაციისა და რამდენიმე მედიასაშუალების „ექსტრემისტულად“ გამოაცხადებას და მათ აკრძალვას. ამის შესახებ ოთხშაბათს გამოაცხადა ყაზახეთის გენერალური პროკურატურის პრესმდივანმა. მისი თქმით, პროკურატურამ სასამართლოს მიმართა შუამდგომლობით, „ექსტრემისტულად“ გამოაცხადოს დაურეგისტრირებელი ოპოზიციური პარტია „ალღა“ და მოძრაობა „სახალხო ფრონტი“. პროკურატურა მიზანშეწონილად მიიჩნევს აგრეთვე ორი ოპოზიციური გაზეთის, სატელიტურ ტელეარხ „K Plus“-ისა და რამდენიმე ინტერნეტსაიტის დახურვას. ეს განცხადება მოჰყვა გასულ თვეში ოპოზიციურ პარტია „ალღის“ ლიდერის, ვლადიმირ კოზლოვის გასამართლებას დასავლეთ ყაზახეთის ქალაქ ჟანაოჟენში შარშანდელ საპროტესტო გამოსვლებში შესრულებული როლისათვის. ყაზახეთის ჟურნალისტთა კავშირმა დაგმო პროკურატურის მოთხოვნა, რომელსაც უკანონო უწოდა.
XS
SM
MD
LG