Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ევროკავშირის ლიდერები 2014-2020 წლების ბიუჯეტზე მსჯელობენ


ევროკავშირის ლიდერები ბლოკის შვიდწლიანი ბიუჯეტის შესახებ მოლაპარაკებებს განაახლებენ. ბრიუსელში გამართული საწყისი რაუნდის შედეგად რაიმე მნიშვნელოვანი შეთანხმება არ მიღწეულა. გერმანიის კანცლერმა ანგელა მერკელმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ ეჭვობს - ამ შაბათ-კვირას მოხერხდეს შეთანხმება. მერკელი ვარაუდობს, რომ საჭირო გახდება პროცესის გაგრძელება. საფრანგეთის პრეზიდენტმა ფრანსუა ოლანდმა განაცხადა, რომ ის დაძაბულ მოლაპარაკებებს მოელის. 2014-2020 წლების ბიუჯეტის პროექტი 1 ტრილიონ ევროზეა გათვლილი. ევროკავშირში შენელებული ეკონომიკური ზრდის ფონზე ბრიტანეთი, გერმანია და სხვა ძირითადი დამფინანსებლები ხარჯების შეზღუდვას ცდილობენ. ამავდროულად, საფრანგეთი ემხრობა სოფლის მეურნეობის განვითარების პროგრამების სუბსიდირების შენარჩუნებას ევროკავშირის ნაკლებად განვითარებულ ქვეყნებში. ბიუჯეტის საკითხზე ევროკავშირის 27-ვე ქვეყანას აქვს ვეტოს უფლება.
XS
SM
MD
LG