Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პატიმრობიდან განთავისუფლებული რუსი ფიზიკოსი ვალენტინ დანილოვი სამეცნიერო საქმიანობის გაგრძელებას აპირებს


დღეს კრასნოიარსკის კოლონიაში პატიმრობიდან განთავისუფლებულმა რუსმა ფიზიკოსმა ვალენტინ დანილოვმა განაცხადა, რომ აპირებს სამეცნიერო საქმიანობას დაუბრუნდეს. „ცხადია, მეცნიერებით ვიქნები დაკავებული, მაგრამ არავითარ შემთხვევაში - კოსმოსით“, უთხრა დანილოვმა ჟურნალისტებს და დასძინა, რომ არ აპირებს სახელმწიფო კომპანიებში მუშაობას. რადიო თავისუფლების კორესპონდენტის ცნობით, მეცნიერმა ასევე აღნიშნა, რომ არ შეწყვეტს თავისი რეპუტაციის აღდგენისთვის ბრძოლას. მეცნიერის მიმართ სისხლის სამართლის საქმე სახელმწიფო საიდუმლოს გაცხადების ბრალდებით აღიძრა 2000 წელს. 2004 წელს ვალენტინ დანილოვს 14 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა. ეფ-ეს-ბე-მ მას ჩინეთის სასარგებლოდ ჯაშუშობაში დასდო ბრალი მიუხედავად იმისა, რომ მეცნიერის გამოგონებებს გასაიდუმლოების გრიფი სასამართლომდე 8 წლით ადრე ჰქონდა მოხსნილი. მოგვიანებით ფიზიკოსს პატიმრობა ერთი წლით შეუმცირდა. მიმდინარე წლის 13 ნოემბერს კრასნოიარსკის რაიონულმა სასამართლომ დააკმაყოფილა დანილოვის თხოვნა ვადამდე პირობით გათავისუფლების შესახებ.
XS
SM
MD
LG