დღეს კატალონიაში რეგიონული საკანონმდებლო ასამბლეის რიგგარეშე არჩევნები ტარდება. ესპანეთის ჩრდილო-აღმოსავლეთში მდებარე ამ ავტონომიურ მხარეში ხუთნახევარ მილიონ ადამიანს აქვს საარჩევნო ხმა. არჩევნებში გაირკვევა, რომელი პარტია მოიპოვებს კატალონიის მთავრობის შექმნის უფლებას. არჩევნებში მონაწილე მრავალი პოლიტიკოსი აცხადებს კატალონიის დამოუკიდებლობის შესახებ რეფერენდუმის ჩატარების სურვილს. დამოუკიდებლობის მომხრეებს მიაჩნიათ, რომ კატალონიელები ძალზე მაღალ გადასახადებს ურიცხავენ ცენტრალურ ხელისუფლებას, რაც, თავის მხრივ, ამუხრუჭებს რეგიონის განვითარებას. კატალონია ეკონომიკური დაღმასვლის პირობებში მყოფი ესპანეთის ერთიანი შიდა პროდუქტის ერთ მეხუთედს უზრუნველყოფს.
ყველაზე პოპულარული
1