Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ისრაელის თავდაცვის მინისტრი პოლიტიკიდან მიდის


ისრაელის თავდაცვის მინისტრმა ეჰუდ ბარაქმა ორშაბათს მოულოდნელი გადაწყვეტილება მიიღო და განაცხადა, რომ პოლიტიკიდან მიდის. ამასთან იგი დარჩება თავდაცვის მინისტრის პოსტზე იანვარის არჩევნების შედეგების გამოცხადებამდე. იერუსალიმში გამართულ პრესკონფერენციაზე 70 წლის ვეტერანმა ჯარისკაცმა და პოლიტიკოსმა აღნიშნა, რომ სურს უფრო მეტი დრო დაუთმოს მის ოჯახს. ეჰუდ ბარაქი 2007 წლიდან არის ისრაელის თავდაცვის მინისტრი, ხოლო 1999-2001 წლებში კი ქვეყნის პრემიერ-მინისტრის პოსტი ეკავა. საზოგადოებრივ აზრის შესწავლამ ცხადყო, რომ ეჰუდ ბარაქის „დამოუკიდებლობის“ პარტია სუსტად გამოიყურებოდა 2013 წლის 22 იანვრის არჩევნების წინ, თუმცა ღაზის სექტორში განხორციელებული შეტევითი ოპერაციის შემდეგ, ამომრჩეველთა მხარდაჭერა კიდევ უფრო გაძლიერდა. ისრაელის თავდაცვის მინისტრის მოულოდნელი განცხადება დაემთხვა იმ დროს, როდესაც ერთ კვირაზე ნაკლები დრო გავიდა ისრაელსა და ჰამასს შორის ზავის ძალაში შესვლიდან, რამაც წერტილი დაუსვა რვადღიან იერიშებს ღაზის სექტორში, პალესტინელი ექსტრემისტების წინააღმდეგ.
XS
SM
MD
LG