Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გიორგი აბდალაძემ საჯარო გახადა გლდანის საპატიმროში ფარულად გადაღებული ვიდეომასალა


შარშან ჯაშუშობის ბრალდებით მცირე ხნით დაკავებულმა ფოტორეპორტიორმა გიორგი აბდალაძემ დღეს საჯარო გახადა 2011 წლის ზაფხულში, გლდანის საპატიმროში ფარულად გადაღებული ვიდეომასალა, რომლის თანახმად, მას და ფოტოგრაფ ზურაბ ქურციკიძეს კუდ-ის თანამშრომლები აიძულებენ ადვოკატებს აცილება მისცენ, უფლებების დასაცავად სხვა ადვოკატთან დარეკვას ავალებენ და სანაცვლოდ გათავისუფლებას პირდებიან. ვიდეომასალა, რომელიც გიორგი აბდალაძის თქმით, მას კონკრეტულმა პირმა გადასცა, დღეს გაავრცელეს მე-9 არხმა და ”მაესტრომ.” აბდალაძის განცხადებით, არსებობს სხვა ვიდეოჩანაწერებიც, რომლებიც ასახავს ფოტორეპორტიორებისგან აღიარებითი ჩვენებების მიცემის მეთოდებს და კიდევ რამდენიმე, მათ შორის ე.წ. ენვერის სპეცოპერაციის საქმეს. გიორგი აბდალაძეს იმედი აქვს, რომ პირი, რომლისგანაც ფარული ვიდეოჩანაწერი მიიღო, საჯაროდ თავადაც გამოჩნდება. ფოტოგრაფი მიიჩნევს, რომ მისი და ორი კოლეგის საქმის გაყალბებასთან უშუალო კავშირი აქვთ შს-თა და იუსტიციის ყოფილ მინისტრებს და პრეზიდენტს. აბდალაძის განცხადებით, ადვოკატებთან კონსულტაციის შემდეგ, ფოტორეპორტიორები პროკურატურას მტკიცებულებებით მიმართავენ, ყველა ფარულ ვიდეოჩანაწერს კი საზოგადოება აუცილებლად ნახავს.
XS
SM
MD
LG