Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კეთრინ ეშტონთან შეხვედრას ბიძინა ივანიშვილმა „ძალიან თბილი“ უწოდა


„მთელი ჩვენი შეხვედრის დროს სტუმრისაგან იგრძნობოდა ძალიან თბილი დამოკიდებულება ჩვენდამი, ჩვენი გუნდისადმი და მთელი ჩვენი ქვეყნისადმი“- განაცხადა საქართველო პრემიერ-მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელ კეტრინ ეშტონთან შეხვედრის შემდეგ. ერთობლივ ბრიფინგზე ბიძინა ივანიშვილმა განაცხადა, რომ საუბარი შეეხებოდა საქართველოს საგარეო სტრატეგიას ევროკავშირსა და ნატოსთან დაკავშირებით, ასევე ურთიერთობის დალაგებაზე რუსეთთან. „თავდაპირველად, ეს იქნება ვაჭრობა და კულტურული ურთიერთობები და შემდგომში უნდა მოვახერხოთ ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა და რუსეთთან მეგობრული ურთიერთების გამყარება“- განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა და დასძინა, რომ საქართველოსა და ევროკავშირის ძალისხმევით მოხერხდება ურთიერთობის დალაგება რუსეთთან.
XS
SM
MD
LG