Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ისრაელი და „ჰამასი“ ერთმანეთს უთანხმებენ ზავის დეტალებს


ისრაელი და პალესტინელების მოძრაობა „ჰამასი“ ეგვიპტის შუამავლობით მუშაობენ მათ შორის ზავის დეტალებზე. ეს არის პირველი მოლაპარაკება მას შემდეგ, რაც ეგვიპტის შუამავლობით გასულ კვირაში შეწყდა ისრაელსა და "ჰამასს" შორის რვა დღით ადრე დაწყებული დაპირისპირება. ამ რვა დღის განმავლობაში ისრაელმა 1500-მდე საჰაერო დარტყმა განახორციელა ღაზის სექტორის წინააღმდეგ, ხოლო "ჰამასის" წევრმა ექსტრემისტებმა, რომლებიც ღაზას აკონტროლებენ, დაახლოებით ამდენივე რაკეტა დაუშინეს ისრაელს. დაიღუპნენ 160-მდე პალესტინელი და ექვსი ისრაელელი. მოსალოდნელია, რომ ზავის დეტალებზე მოლაპარაკებისას, „ჰამასი“ მოითხოვს ისრაელის მიერ ღაზის ბლოკადისათვის ბოლოს მოღებას. ხოლო ისრაელის მოთხოვნაა, შეწყდეს მიწისქვეშა გვირაბებით იარაღის შეტანა ღაზის სექტორში.
XS
SM
MD
LG