Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ეგვიპტის დედაქალაქში შეტაკებებია პოლიციასა და დემონსტრანტებს შორის


ეგვიპტის პრეზიდენტის, მუჰამედ მურსის მოწინააღმდეგეებს დედაქალაქ კაიროს პოლიციასთან შეტაკება მოუვიდათ. ათასობით ადამიანი გავიდა ცენტრალურ, ტაჰრირის მოედანზე, რათა პროტესტი გამოეთქვათ პრეზიდენტის იმ დეკრეტის გამო, რომლითაც მურსიმ თავისი უფლებამოსილება გააფართოვა და რომელიც მის გადაწყვეტილებებს იცავს სასამართლო ხელისუფლების ჩარევისგან. არეულობის დროს დაიღუპა 52 წლის დემონსტრანტი. გამოსვლები იყო კაიროს გარდა სხვა ქალაქებში, როგორიცაა ალექსანდრია, სუეცი და მინე. პრეზიდენტმა განაცხადა, რომ დეკრეტი აუცილებელი იყო დემოკრატიული ცვლილებების დასაჩქარებლად და ის გაუქმდება საპარლამენტო არჩევნების შემდეგ.
XS
SM
MD
LG