Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გაეროს გენერალურ ასამბლეაზე დღეს პალესტინის მისიის სტატუსს უყრიან კენჭს


გაეროს გენერალურ ასამბლეაზე დღეს კენჭს უყრიან პალესტინელთა რეზოლიციის პროექტს, რომლის მიღების შემთხვევაში პალესტინის მისიის სტატუსში ”ერთეულის”, "მუდმივი მეთვალყურის", ნაცვლად ჩაიწერება ”არა-წევრი სახელმწიფო”. ეს კი, ირიბად პალესტინის სახელმწიფოდ აღიარებად აღიქმება. რეზოლუციას, დიდი ალბათობით, მხარს დაუჭერს უმრავლესობა - განვითარებადი ქვეყნების გარდა, ბევრი ევროპული ქვეყანაც, მათ შორის - საფრანგეთი. რუსეთი და ჩინეთიც რეზოლუციის მომხრეებად მოიაზრებიან. რეზოლუციის პროექტს მხარს არ დაუჭერენ აშშ და ისრაელი. ეს ქვეყნები თვლიან, რომ პალესტინის სახელმწიფოებრიობისკენ გზა პირდაპირ მოლაპარაკებებზე გადის.პალესტინელთა ლიდერმა, მაჰმუდ აბსმა, კენჭისყრამდე, ასამბლეაზე გამოსვლისას განაცხადა, რომ გაეროში პალესტინელთა თვითმმართველობის სტატუსის საკითხის დასმა „ორი სახელმწიფოს შექმნის“ ბოლო შანსია. ”არა-წევრი სახელმწიფოს” სტატუსი პალესტინას მიანიჭებს სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს წევრობის უფლებას და ის შეეცდება ისრაელის მიერ საომარი დანაშაულების ჩადენის საკითხის განხილვა მოითხოვოს. ისრაელის წარმომადგენელმა გაეროში, პროსორმა, სიტყვით გამოსვლისას, განაცხადა, რომ მისი ქვეყანა ყოველთვის გაუწვდის სამშვიდობო ხელს. მისი თქმით, "ორი სახელმწიფოს" საკითხის დადებითად მოგვარება მხოლოდ ორ მხარეს შორის მოლაპარაკებით მოხდება.
XS
SM
MD
LG