Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ეგვიპტის ახალ კონსტიტუციას, სავარაუდოდ, დღეს უყრიან კენჭს


ეგვიპტის ახალ კონსტიტუციაზე მომუშავე ჯგუფი იმედოვნებს, რომ საბოლოო პროექტს დღეს საღამოს ეყრება კენჭი. მიმომხილველები ვარაუდობენ, რომ კონსტიტუციის მიღებით ეგვიპტის პრეზიდენტ მუჰამედ მურსის სურს მისი დეკრეტით გამოწვეული დაძაბულობის განმუხტვა. გასულ კვირაში პრეზიდენტმა უფლებამოსილება გაიფართოვა. კრიტიკულად განწყობილები კი თვლიან, რომ ისლამისტებით დომინირებული ასამბლეის მცდელობამ - სწრაფად მიიღოს კონსტიტუცია, შესაძლოა გააუარესოს ვითარება. დღეს მოელიან, რომ პრეზიდენტი მურსი ტელევიზიით მიმართავს მოსახლეობას.
XS
SM
MD
LG