Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ერაყში 45 ადამიანი დაიღუპა აფეთქებების შედეგად


ერაყში აფეთქებების შედეგად, ბოლო მონაცემებით, დაიღუპა 45 ადამიანი. დაშავებულთა რაოდენობა ორ ასეულს აღწევს. ხუთშაბათი ბოლო თვეებში ყველაზე სისხლიანი დღე გახდა. დღეს მოწყობილი თავდასხმების უმრავლესობა, როგორც ჩანს, მიმართული იყო შიიტი მუსლიმების წინააღმდეგ. ოფიციალური პირების ცნობით, ყველაზე მეტი მსხვერპლი მოჰყვა თავდასხმებს სამხრეთში მდებარე ქალაქ ჰილაში. გზის პირას ჩადებული ბომბების აფეთქების შედეგად დაიღუპა, სულ ცოტა, 27 და დაიჭრა 90-მდე ადამიანი. ამჟამად შიიტები, რომლებიც ერაყში უმრავლესობას შეადგენენ, აღნიშნავენ წინასწარმეტყველ მუჰამედის შვილიშვილის, იმამ ჰუსეინის სიკვდილის მორიგ წლისთავს.
XS
SM
MD
LG