Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მინისტრი ღარიბაშვილი აცხადებს, რომ მერაბიშვილი ტყუის


„მე პირადად მრცხვენია, რომ ყოფილი შინაგან საქმეთა მინისტრი და ყოფილი პრემიერ-მინისტრი არ აღიარებს ამ ფაქტს.“, - ასე გამოეხმაურა საქართველოში შინაგან საქმეთა მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ყოფილი პრემიერ-მინისტრის განცხადებას. ვანო მერაბიშვილმა ამჟამინდელი პრემიერ-მინისტრის, ბიძინა ივანიშვილის მისამართით შაბათს განაცხადა, რომ იგი პოლიციას იყენებს, როგორც "რეპრესიულ მანქანას ოპოზიციური აზრის და ოპოზიციის წინააღმდეგ". შაბათს პოლიციაში დაკითხეს მერაბიშვილი, რომელიც ყალბი პასპორტით აპირებდა საქართველოს დატოვებას პრეზიდენტის დელეგაციასთან ერთად. შინაგან საქმეთა მინისტრმა ირაკლი მღებრიშვილმა განაცხადა, რომ თბილისის აეროპორტში დაფიქსირდა, რომ დამზადებული იყო სხვა პასპორტი ვინმე ლევან მაისურაძის სახელზე. „ეს ფაქტი დაფიქსირდა თბილისის აეროპორტში, ეს დააფიქსირა პატრულის თანამშრომელმა და პროტოკოლის თანამშრომელმა.“ ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, გამოძიება ამ საქმეზე გრძელდება და გამოავლენს ობიექტურ გარემოებებს.
XS
SM
MD
LG