Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ირანმა აშშ-ის უპილოტო თვითმფრინავი ჩაიგდო ხელში


ირანმა განაცხადა, რომ ხელში ჩაიგდო აშშ-ის უპილოტო თვითმფრინავი და ბრალად დასდო აშშ-ს, მისი საჰაერო სივრცის დარღვევა. ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის განცხადებით, უპილოტო საფრენი აპარატი, „სკენიგლი“ ხელში ჩაიგდეს, როცა სპარსეთის ყურის თავზე სადაზვერვო ფრნას ახორციელებდა. განცხადებაში არაფერია ნათქვამი, როდის და რაგვარად მოხდა თვითმფრინავის ხელში ჩაგდება. აშშ-ის თანახმად, ცნობას სწავლობენ. ნოემბერში ირანის ავიაგამნადგურებლებმა ცეცხლი გაუხსნეს აშშ-ის უპილოტო თვითმფრინავს, რომელი\ სპარეთის ყურის თავზე ფრინავდა, მაგრამ ვერ ჩამოაგდეს. შარშან ირანმა გამოაცხადა, რომ ჩამოაგჟდო აშშ-ის უპილოტო თვითმფრინავი აღმოსავლეთ ირანში. აშშ-ის თქმით, თვითმფრინავი მწყობრიდან გამოვიდა და უნდა დამჯდარიყო.
XS
SM
MD
LG