გაეროს გენერალური მდივნის, ანდერს ფოგ რასმუსენის განცხადებით, ნატო-საქართველოს კომისიის 5 დეკემბრის სხდომაზე არ აპირებენ, წამოჭრან ალიანსში გაწევრიანების სამოქმედო გეგმის (MAP-ის) საკითხი. „ჩვენ არასოდეს დაგვიგეგმავს ნატო-საქართველოს კომისიის ხვალინდელ შეხვედრაზე გაწევრიანების სამოქმედო გეგმის ან სხვა ნაბიჯების განხილვა. კომისიის შეხვედრა ხვალ იქნება პირველი შესაძლებლობა ნატოელი მოკავშირეებისათვის, რომ ნატოში გაწევრიანებისაკენ საქართველოს მისწრაფებაზე ვიმსჯელოთ ახალ მთავრობასთან“, განაცხადა ნატოს გენერალურმა მდივანმა ბრიუსელში გამართულ პრეს-კონფერენციაზე. რასმუსენის თქმით, ის „ძალიან მოხარულია“, რომ საქართველოს ახალმა მთავრობამ დაადასტურა ნატოში გაწევრიანებისაკენ მისწრაფება. 5 დეკემბერს ნატო-საქართველოს კომისიის სხდომაში მონაწილეობას მიიღებს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი, მაია ფანჯიკიძეც.
ყველაზე პოპულარული
1