ძებნილად გამოცხადდნენ კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის ყოფილი მაღალჩინოსნები დათა ახალაია, სოსო თოფურიძე, გერონტი ალანია და ოლეგ მელნიკოვი. შესაბამისი დადგენილება პროკურატურამ შსს-ს გაუგზავნა. კუდ-ის ყოფილ მაღალჩინოსნებს, რომლებსაც სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებასა და თავისუფლების უკანონოდ აღკვეთაში ადანაშაულებენ, სასამართლომ პატიმრობა დაუსწრებლად შეუფარდა. დღეს განცხადება გაავრცელა დათა ახალაიას ადვოკატმა ირაკლი ზაქარეიშვილმა, რომელმაც თბილისის საქალაქო სასამართლოს განჩინებას უწოდა უსამართლო, უკანონო და დაუსაბუთებელი. მსგავსი შეფასების საფუძველს ადვოკატი ვრცლად განმარტავს და ასევე მიიჩნევს, რომ დათა ახალაიას წინააღმდეგ მთავარი პროკურორის მიზანმიმართულმა პროპაგანდამ და გამამტყუნებელმა განცხადებებმა გადამწყვეტი და უარყოფითი ზეგავლენა მოახდინა მოსამართლის გადაწყვეტილებაზე. ადვოკატ ზაქარეიშვილის შეფასებითვე, დათა ახალაის მიმართ დარღვეულია ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის რამდენიმე მუხლი.
ყველაზე პოპულარული
1