Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ღაზაში ჰამასის დაარსების იუბილეს აღნიშნავენ


ათეულ ათასობით პალესტინელმა აღნიშნა დღეს ღაზაში ჰამასის დაარსების 25 წლისთავი. დღესვე შეკრებილებს მიმართა ისლამისტური ჯგუფის ლიდერმა, ხალედ მაშაალმა, რომელიც პირველად ჩავიდა ღაზაში. მან განაცხადა, რომ მისი მომხრეები არ აპირებენ არავის დაუთმონ „პალესტინის მიწის ერთი გოჯიც კი“. მანვე თქვა, რომ პალესტინელები არ აღიარებენ ისრაელის მხრიდან ოკუპაციას და არ აღიარებენ ისრაელს. მაშაალი ღაზას სტუმრობს ისრაელთან რვადღიანი კონფლიქტის შემდეგ. ამ კონფლიქტს 170 პალესტინელი შეეწირა. დახოცილ ისრაელთა რიცხვი, შვიდია. კონფლიქტი დასრულდა ეგვიპტის შუამავლობით მიღწეული ზავის შედეგად. 2007 წლის შემდეგ პირველად ამ ზეიმში მონაწილეობას იღებენ პრეზიდენტ მაჰმუდ აბასის პარტია, ფატაჰის ლიდერები; მათ ჰამასთან ღაზაში ხანმოკლე სამოქალაქო ომი ჰქონდათ ხუთი წლის წინ. პარასკევს, ღაზაში მაშაალმა დაიპირა, რომ ის ფატაჰთან შერიგების გზას დაადგება.
XS
SM
MD
LG