Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ივანიშვილი: ძალიან ბევრი განცხადება შეუთანხმებლად კეთდება


პრემიერ-მინისტრ ბიძინა ივანიშვილის შეფასებით, დეპუტატების მიერ ძალიან ბევრი განცხადება შეუთანხმებლად კეთდება და ხშირად ისინი განსხვავებულ პოზიციებს იჭერენ. როგორც ჟურნალისტებს უმრავლესობასთან შეხვედრის დაწყებამდე ივანიშვილმა განუცხადა, აუცილებელია კოორდინაცია მთავრობასა და პარლამენტს შორის, რაც არ ხდება. „კოორდინაცია არ არის და ძალიან ბევრი განცხადება შეუთანხმებლად კეთდება. მგონი ჩემს განცხადებებსა და გამოსვლებს ბევრი აღარ კითხულობს. განსხვავებულ პოზიციებს იჭერენ ხშირად დეპუტატები. პრინციპში ნორმალური პროცესია. აბსოლუტური უმრავლესობა ხელისუფლებაში პირველად არის, პარლამენტარებიდან ძალიან ბევრი ახალია, რაღაც დრო გავიდა და ახლა უფრო დისციპლინებულები უნდა ვიყოთ და კოორდინაცია უნდა არსებობდეს“, - დასძინა პრემიერმა. ეს ცნობა პრაიმ-ნიუსმა გაავცელა.
XS
SM
MD
LG