Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სერგეი ლავროვი: „მაგნიტსკის კანონს“ დუმამ კოლექტიურად უნდა უპასუხოს


რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა მკაცრად გააკრიტიკა აშშ-ის სენატის მიერ დამტკიცებული კანონმდებლობა, რომელიც რუსეთის, ადამიანის უფლებების დარღვევაში გარეული ოფიციალური პირების მიმართ სანქციებს ითვალისწინებს. ლავროვმა კვირას განაცხადა, რომ "მაგნიტსკის კანონი" აშშ-ის სახელმწიფო ინტერესებს ემსახურება: „ის ემსახურება მათ შიდაპოლიტიკურ ინტერესს, აშკარად ჩაშალოს ობამას ლამის ერთადერთი წარმატება, რომელსაც ის წარმოადგენდა თავის წინასარჩევნო კამპანიისას რუსეთთან მორიგების, შეიარაღების შესახებ შეთანხმების და სხვა სახით. რამდენადაც ეს არის მცდელობაა ჩვენს საშინაო საქმებში ჩარევისა, მე ვიქნებოდიი დაინტერესებული, რომ სახელმწიფო დუმის რეაქცია იყოს კოლექტიური, მრავალპარტიული“- განაცხადა ლავროვმა. დუმამ კანონი მომავალ კვირაში უნდა განიხილოს. რუსეთი ადრევე დაიმუქრა, რომ სანქციებს დაუწესებს აშშ-ის იმ მოქალაქეებს რომლებიც ადამიანის უფლებების დარღვევაში არიან შემჩნეული. „მაგნიტსკის კანონი“ მომდინარეობს რუსი ადვოკატის, სერგეი მაგნიტსკის სახელიდან. ის კორუპციასთან მებრძოლი იურისტი იყო, რომელიც ციხეში გარდაიცვალა მისთვის სამედიცინო მომსახურებაზე უარის თქმის შემდეგ.
XS
SM
MD
LG