Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ვენესუელის ლიდერი კუბაში სამკურნალოდ დაბრუნდა


ვენესუელის პრეზიდენტ უგო ჩავესს მორიგ ოპერაციას გაუკეთებენ კუბაში. ის დღეს დილით გაემგზავრა კარაკასიდან. ჩავესი, რომელიც ოქტომბერში მორიგი ექვსწლიანი ვადით აირჩიეს პრეზიდენტად, კიბოთია დაავადებული. გასული წლიდან მოყოლებული, ის უკვე რამდენჯერმე იმყოფებოდა კუბაში საოპერაციოდ და მკურნალობის კურსის გასავლელად. 58 წლის ჩავესმა პირველად აღიარა, რომ ავადმყოფობის გამო, შესაძლოა ბოლომდე ვერ დარჩეს პრეზიდენტის პოსტზე. მან თავის შემცვლელად დაასახელა ვიცე-პრეზიდენტი ნიკოლას მადურო და მომხრეებს მოუწოდა, ხმა მისცენ მადუროს, ვადამდელი საპრეზიდენტო არჩევნების შემთხვევაში.
XS
SM
MD
LG