Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ირაკლი ღარიბაშვილი: კრიმინოგენური ვითარება სრულად კონტროლირებადია


კრიმინალური ვითარება გართულდა ხელისუფლების გადაბარების პროცესში, რადგან დამნაშავეებმა გარდამავალი პერიოდით ისარგებლეს - განაცხადა საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა უსაფრთხოებასთან დაკავშირებულ კონფერენციაზე გამოსვლისას. მისი თქმით, ამჟამად კრიმინოგენური ვითარება ქვეყანაში სრულად კონტროლირებადია. ”კრიმინალის რიცხვი მცირდება, დანაშაულის გახსნის სტატისტიკა კი მატულობს. შესაბამისად, დღეს პოლიციის მუშაობით კმაყოფილი ვართ", - აღიშნა ირაკლი ღარიბაშვილმა.
XS
SM
MD
LG