Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ატომური ენერგეტიკის სააგენტო თეირანისგან ინფორმაციას ითხოვს


გაეროს ატომური ენერგეტიკის საერთაშორისო სააგენტოს ჯგუფი დღეს თეირანში შეხვდება ირანის ხელისუფლების წარმომადგენლებს. უწყება აპირებს თეირანს მოსთხოვოს ინფორმაცია იმ პირებზე, რომლებსაც, სააგენტოს ვარაუდით, შეეძლოთ გარკვეული როლის შესრულება ბირთვული იარაღის შექმნის სავარაუდო პროგრამაში. გაეროს უწყებას სურს აგრეთვე, რომ ირანის ხელისუფლებამ მას მიაწოდოს ინფორმაცია იმ ობიექტების ადგილმდებარეობის შესახებ, სადაც შესაძლოა, მიმდინარეობს ბირთვული პროგრამით გათვალისწინებული სამუშაო. გაეროს ბირთვული ენერგეტიკის საერთაშორისო სააგენტოს გამოძიების ჯგუფის ხელმძღვანელი აცხადებს, რომკ მისი ჯგუფი მზად არის ჩავიდეს ფარჩინში, როგორც კი ამის უფლებას თეირანი მისცემს. სააგენტოს აქვს ეჭვი, რომ ირანმა საცდელი აფეთქებები განახორციელა ფარჩინში, ირანის დედაქალაქიდან სამხრეთ-აღმოსავლეთში.
XS
SM
MD
LG