პაკისტანის მთავრობამ ავღანეთიდან ლტოლვილებს 6 თვით გაუგრძელა ლტოლვილის სტატუსი. პაკისტანში ლტოლვილის სტატუსით ყოფნის ვადა მათ 30 დეკემბერს გასდიოდათ. პაკისტანის მთავრობის ინფორმაციით, მის ტერიტორიაზე ავღანეთიდან დევნილი 1,6 მილიონი რეგისტრირებული და კიდევ ერთი მილიონი არარეგისტრირებული ადამიანი იმყოფება. ანალიტიკოსების ინფორმაციით, ავღანეთიდან ლტოლვილთა დიდ ნაწილს არ სურთ სამშობლოში დაბრუნება, რადგან იქ არ არის უსაფრთხო გარემო და უკიდურესი სიღატაკეა. პაკისტანია მთავრობა აცხადებს, რომ იძულებით არ განდევნის ავღანეთიდან ლტოლვილებს, რომცა მათი სტატუსის ვადის ამოწურვა ლტოლვილთა ნაწილს ავღანეთში დაბრუნებისკენ უბიძგებს.
ყველაზე პოპულარული
1