Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მთელს მსოფლიოში გამოთქვამენ მწუხარებას აშშ-ში სკოლაზე თავდასხმის შემდეგ


მთელს მსოფლიოში გამოთქვამენ მწუხარებას მას შემდეგ, რაც 20 მცირეწლოვანი ბავშვი და ექვსი ზრდასრული ადამიანი დაიღუპა შეერთებულ შტატებში სკოლაზე თავდასხმის შედეგად. სახელმწიფოებისა და მთავრობების ლიდერებს შორის, რომლებმაც სამძიმარი გამოუცხადეს ამერიკელ ხალხს და შეერთებული შტატების მთავრობას, არიან საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი, ავღანეთის პრეზიდენტი ჰამიდ კარზაი, იაპონიის პრემიერ-მინისტრი იოშიჰიკო ნოდა. კონექტიკუტის შტატის ქალაქ ნიუთაუნის სენდი-ჰუკის სკოლაში პარასკევს გახსნა ცეცხლი 20 წლის ადამ ლანზამ, რომელმაც ამის შემდეგ თავი მოიკლა. სკოლაზე თავდასხმამდე ლანზამ სახლში დედამისი მოკლა.
XS
SM
MD
LG