Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ერაყის ქალაქ ქირქუქში სულ ცოტა 6 ადამიანი დაიღუპა და 25 დაიჭრა კვირას მომხდარი აფეთქებების სერიის შედეგად


ერაყში, ქალაქ ქირქუქში, სულ ცოტა 6 ადამიანი დაიღუპა და 25 დაიჭრა კვირას მომხდარი აფეთქებების სერიის შედეგად. ამის შესახებ ადგილობრივი პოლიცია და ექიმები იტყობინებიან. ქირქუქი ერაყში ნავთობის მოპოვების ცენტრია. ნავთობის მოპოვებიდან მიღებულ შემოსავალს იყოფენ ბაღდადის ცენტრალური ხელისუფლება და ქურთების ავტონომიური რაიონი, რომლის ტერიტორიაზეც იმყოფება ქირქუქი. მაგრამ ამ საკითხის გარშემო მუდამ ჩნდება ხოლმე დავა.
XS
SM
MD
LG