Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საია-ს ახალი თავმჯდომარე ჰყავს


საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციას მომდევნო ერთი წლით კახა კოჟორიძე უხელმძღვანელებს. არჩევნები 17 დეკემბერს ჩატარდა და გამგეობის წევრების ხმათა უმრავლესობა კახა კოჟორიძემ მიიღო. როგორც "ინტერპრესნიუსთან" საუბრისას საია-ს ახლად არჩეულმა თავმჯდომარე კახა კოჟორიძემ განუცხადა, ორგანიზაცია მომავალშიც ორიენტირებული იქნება ადამიანის უფლებების დაცვაზე. ასევე, ითანამშრომლებს როგორც ყოფილ, ისე ახალ ხელისუფლებასთან. ორგანიზაციის ყოფილი თავმჯდომარე თამარ ჩუგოშვილი კი საია-ში საქმეების გადაბარებამდე დარჩება. საია-ს თავმჯდომარეს გამგეობა ერთი წლის ვადით ირჩევს, თუმცა, შარშან განხორციელებული ცვლილების თანახმად, ერთსა და იმავე პირს შეუძლია თავმჯდომარის პოსტზე კენჭი ზედიზედ სამჯერ იყაროს.
XS
SM
MD
LG