Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

უკრაინის პრეზიდენტმა მოსკოვში ვიზიტი გადადო


უკრაინის პრეზიდენტმა ვიქტორ იანუკოვიჩმა გადადო მოსკოვში ვიზიტი, რომელიც ითვალისწინებს პრეზიდენტ ვლადმირ პუტინთან მოლაპარაკებას. მათ დღეს უნდა ემსჯელათ გაზის ფასით გამოწვეულ უთანხმოებაზე. რუსეთის პრეზიდენტის თანაშემწის განცხადებით, შეხვედრა განუსაზღვრელი ვადით გადაიდო, რადგან მეტი დროა საჭირო ხელმოსაწერი დოკუმენტების მოსამზადებლად. უკრაინა აცხადებს, რომ უჭირს რუსეთიდან იმპორტირებული გაზის ამჟამინდელი ფასის - 1000 კუბურ მეტრში 430 დოლარის - გადახდა. ამასთან, კიევს არ სურს, ბუნებრივი აირის გასაიაფებლად რუსეთთან წავიდეს კომპრომისებზე, მაგალითად რუსეთს დაუთმოს წილი უკრაინის გაზსადენების სისტემაში. რუსეთი უკრაინისაგან ითხოვს ასევე შესვლას საბაჟო კავშირში, რომელიც აერთიანებს რუსეთს, ბელორუსიასა და ყაზახეთს.
XS
SM
MD
LG