რუსეთი მზად არის საქართველოსთან დიალოგისა და თანამშრომლობისთვის, მაგრამ ორიენტირებული უნდა იყოს არა მხოლოდ განცხადებებზე, არამედ საქართველოს ხელისუფლების რეალურ ნაბიჯებზე, რომლებიც პირველმა უნდა გადადგას - ამის შესახებ გაზეთ ”კომსომოლსკაია პრავდასთან” ინტერვიუში განაცხადა რუსეთის უშიშროების საბჭოს მდივანმა ნიკოლაი პატრუშევმა. მისივე თქმით, სამწუხაროდ, საქართველოს ხელისუფლება ჯერჯერობით არ ამბობს, რომ ძალას არ გამოიყენებს რუსეთის მიერ აღიარებული დამოუკიდებელი აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის მიმართ. პატრუშევის შეფასებით, საქართველოში შენარჩუნებულია რთული პოლიტიკური ვითარება და დიდია აშშ-ისა და ნატოს გავლენა. რუსეთის უშიშროების საბჭოს მდივნის თქმით, წინააღმდეგობაა პრემიერ-მინისტრ ივანიშვილსა და პრეზიდენტ სააკაშვილს შორის, რომლებმაც საშინაო პრობლემები უნდა მოაგვარონ და განსაზღვრონ, ვის რა როლი აქვს. ”ერთი მათგანი ამბობს, რომ დაინტერესებულია რუსეთთან ურთიერთობის აღდგენით, მეორე კი მსგავს მოსაზრებას არ გამოთქვამს, თუმცა სხვა საკითხებში, მაგალითად, იმაში, რომ საქართველოს მიზანი ნატოს და ევროკავშირის წევრობაა, მათი პოზიციები ერთმანეთს ემთხვევა” - განაცხადა ნიკოლაი პატრუშევმა.
ყველაზე პოპულარული
1