Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პაკისტანში ხელყუმბარები დაუშინეს სამხედრო ბაზას


პაკისტანში ხელყუმბარები დაუშინეს სამხედრო ბაზის მთავარ შესასვლელს ხიბერ პახტუნხვის პროვინციაში, რის შედეგადაც დაიჭრა, სულ ცოტა, 10 ადამიანი. როგორც იუწყებიან, თავდასხმა მოაწყო ორმა პირმა, რომელიც მოტოციკლზე იჯდა. პოლიციის მაღალი რანგის წარმომადგენლის, ღულამ მუჰამადის განცხადებით, იერიში მოეწყო საგარნიზონო ქალაქ რისალპურში და დაჭრილებს შორის სამოქალაქო პირებიც არიან. ჩვენი რადიოს პაკისტანურ სამსახურს დაურეკა ჯგუფ „თეჰრიკ-ე თალიბანის“ პერსმდივანმა და განაცხადა, რომ თავდასხმა ამ ჯგუფის მოწყობილია.
XS
SM
MD
LG