Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ცხინვალიდან ქართულ მხარეს გადასცეს 9 დეკემბერს დაკავებული პირი


სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო რესპუბლიკის წარმომადგენლებმა
ქართულ მხარეს გადასცეს სოფელ კირბალთან 9 დეკემბერს დაკავებული მოქალაქე გივი ჩხიკვაძე, რომელიც რუსეთის საოკუპაციო ჯარის წევრებმა დააპატიმრეს ფიჩხის შეგროვებისას, ე.წ. საზღვრის უკანონო გადაკვეთის ბრალდებით. პოლიციის შიდა ქართლის სამხარეო სამმართველოს უფროსის, გიორგი დვალიშვილის განმარტებით, ჩხიკვაძე გათავისუფლებულ იქნა რუსულ და ოსურ მხარეებთან აქტიური მოლაპარაკების შედეგად. მისივე თქმით, მიმდინარეობს მოლაპარაკებები ქართული მხარისათვის დანარჩენი, სავარაუდოდ, 10-მდე დაკავებულის გადაცემაზეც.
XS
SM
MD
LG