Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ერაყის პრეზიდენტს საავადმყოფოში მკურნალობენ


ერაყის პრეზიდენტ ჯალალ თალაბანის საავადმყოფოში მკურნალობენ, სახელმწიფო ტელევიზიისა და რამდენიმე ოფიციალური პირის ინფორმაციით, ინსულტის დიაგნოზით. პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსმა, ნასერ ალ-ანიმ უთხრა სახელმწიფო ტელევიზიას, რომ პრეზიდენტი სარეანიმაციო განყოფილებაში იმყოფება, თუმცა მისი მდგომარეობა სტაბილურია. 79 წლის პრეზიდენტი თალაბანი ბოლო წლებში რამდენიმეჯერ იმყოფებოდა უცხოეთში სამკურნალოდ. თალაბანი ეთნიკური ქურთია. ის 2005 წელს გახდა ერაყის პირველი არა-არაბი პრეზიდენტი.
XS
SM
MD
LG