Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

„კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაცია“ დათანხმდა უზბეკეთის მოთხოვნას


ბელორუსიის პრეზიდენტ ალექსანდრ ლუკაშენკოს განცხადებით, „კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციის“ წევრი ქვეყნები დათანხმდნენ უზბეკეთის გადაწყვეტილებას ამ ორგანიზაციაში თავისი წევრობის შეჩერების შესახებ. ლუკაშენკომ ამის შესახებ განაცხადა მოსკოვში, ორგანიზაციის სამიტზე. უზბეკეთმა წელს, ივნისში შეაჩერა თავისი წევრობა ამ ორგანიზაციაში, რომელსაც ახლა ექვსი წევრი ჰყავს - რუსეთი, სომხეთი, ბელორუსია, ყაზახეთი, ყირგიზეთი და ტაჯიკეთი. სამიტის მონაწილეები აცხადებენ, რომ დღეს მოსკოვში იმსჯელებენ აგრეთვე ვითარებაზე ავღანეთში მას შემდეგ, რაც ქვეყანას 2014 წლის ბოლოს დატოვებს მრავალეროვანი ჯარების უდიდესი ნაწილი. სამიტის დროს, კრემლის პრესმდივანმა დმიტრი პესკოვმა უარყო შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის, ჰილარი კლინტონის ბოლოდროინდელი განცხადება, რომ რუსეთის ხელმძღვანელობით შექმნილი ალიანსები ემსახურება ევრაზიის რეგიონში საბჭოთა კავშირის ტიპის გაერთიანების შექმნას.
XS
SM
MD
LG