Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ჟურნალმა „ტაიმმა“ ბარაკ ობამა დაასახელა წლის ადამიანად


შეერთებულ შტატებში დაფუძნებულმა ჟურნალმა „ტაიმმა“ პრეზიდენტი ბარაკ ობამა დაასახელა 2012 წლის ადამიანად. მასთან ერთად, ფინასლიტ ნომინანტებს შორის იყვნენ 15 წლის პაკისტანელი აქტივისტი, მალალა იუსაფზაი, რომელიც მძიმედ დაჭრეს თალიბებმა, ეგვიპტის ისლამისტი პრეზიდენტი მუჰამად მურსი, ბილ და ჰილარი კლინტონები. „ტაიმმა“ ბარაკ ობამა წლის ადამიანად უკვე მეორედ დაასახელა - პირველად ეს მოხდა 2008 წელს, საპრეზიდენტო არჩევნებში ობამას პირველი ვადით გამარჯვების შემდეგ. ჟურნალი „ტაიმი“ ყოველ წელს ასახელებს ადამიანი, რომელმაც განვლილი წლის განმავლობაში ყველაზე ძლიერი გავლენა მოახდინა პროცესებზე მსოფლიოში.
XS
SM
MD
LG