Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აშშ-ის მედია: სახელმწიფო დეპარტამენტის სამი თანამშრომელი გადადგა ბენღაზიში თავდასხმის საქმის გამო


აშშ-ის მედიის მიერ გავრცელებული ცნობებით, ამ ქვეყნის სახელმწიფო დეპარტამენტის სამი ოფიციალურ წარმომადგენელი გადადგა მკაცრი ანგარიშის გამო, რომელიც შეეხება სექტემბერში, ბენღაზიში, ლიბიაში აშშ-ის დიპლომატიურ მისიაზე თავდასხმას. ანგარიშში გამოთქმულია ბრალდება, რომ დეპარტამენტმა ობიექტზე ვერ გაუწია სათანადო ორგანიზება უსაფრთხოებას. წელს, 11 სექტემბერს, აშშ-ის დიპლომატიურ წარმომადგენლობაზე თავდასხმისას დახოცეს ამერიკის ელჩი ქრისტოფერ სტივენსი და აშშ-ის სამი სხვა მოქალაქე. აშშ-ის დამოუკიდებელმა კომისიამ, რომელიც ამ ინციდენტს იძიებდა, ამერიკელ კანონმდებლებს საიდუმლო მოსმენებზე ამცნო, რომ აშშ-ის წარმომადგენლობაზე უსაფრთხოების დიდი ნაკლებობა იყო.
XS
SM
MD
LG