გაეროს გენერალურმა ასამბლეამ ხუთშაბათს კენჭი უნდა უყაროს რეზოლუციას, რომელიც ირანს აკრიტიკებს ადამიანის უფლებების ფართომასშტაბიანი დარღვევების გამო. ოქტომბერში შემუშავებულ ანგარიშში ირანში ადამიანის უფლებების საკითხზე გაეროს საგანგებო მომხსენებელმა, აჰმად შაჰიდმა დაწერა, რომ ისლამური რესპუბლიკა განაგრძობს ყოველწლიურად ასობით ადამიანის სიკვდილით დასჯას. ამასთან, ანგარიშის თანახმად, ქვეყანაში სულ უფრო მეტად უარესდება ვითარება რელიგიური, ეთნიკური და სექსქუალური უმცირესობების და ქალების უფლებრივი მდგომარეობის თვალსაზრისით. შაჰიდის ცნობით, მიმდინარე წლის პირველი 8 თვის მანძილზე ირანში 300-ზე მეტი ადამიანი დასაჯეს სიკვდილით.
ყველაზე პოპულარული
1