საქართველოში მოქმედი კომერციული ბანკები დღეს გამოეხმაურნენ პარლამენტის მიერ სააღსრულებო წარმოების კანონსა და საგადასახადო კოდექსში შარშან ოქტომბერში შეტანილ ცვლილებებს, რომელთა თანახმად კომერციულმა ბანკებმა პირველადი იპოთეკარის უფლება დაკარგეს. "მიგვაჩნია, რომ ამ საკანონმდებლო ცვლილებებმა მნიშვნელოვნად დააზარალა კონკრეტულად ბანკი ”ქართუ” და საფრთხე შეუქმნა როგორც ფინანსური სექტორის, ისე მთლიანად ქვეყნის ეკონომიკის სტაბილურობას”, - ნათქვამია კომერციული ბანკების განცხადებაში. ისინი დაუშვებლად მიიჩნევენ სახელმწიფოს მხრიდან ნებისმიერ ქმედებას, რომელიც მიზნად ისახავს კომერციული სტრუქტურისთვის ზიანის მიყენებას, მაშინ, როდესაც სწორედ სახელმწიფო უნდა იყოს კერძო სექტორის ხელშეუხებლობისა და განვითარების მთავარი გარანტი. განცხადებას ხელს აწერენ საქართველოს ბანკი, თიბისი ბანკი, პროკრედიტ ბანკი, ლიბერთი ბანკი, "რესპუბლიკა," ვითიბი ბანკი, კორ-სტანდარტ ბანკი, პრივატ ბანკი, ბაზისბანკი, "კონსტანტა", ინვესტ ბანკი და კავკასიის განვითარების ბანკი.
ყველაზე პოპულარული
1