Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პაკისტანში აფეთქების შედეგად დაიღუპა თალიბანის სარდალი


პაკისტანში დაზვერვის უწყების ინფორმაციით, სამხრეთ ვაზირისტანის რეგიონში მოკლეს თალიბანის სარდალი მაულვი აბასი. სამხრეთი ვაზირისტანი ავღანეთს ესაზღვრება. ადგილობრივმა ოფიციალურმა პირებმა ჩვენი რადიოს კორესპონდენტს უთხრეს, რომ პარასკევს დილით ქალაქ ვანის ბაზარში აფეთქების შედეგად დაიღუპა ოთხი ადამიანი, მათ შორის მაულვი აბასი და მისი ვაჟიშვილი. დაიჭრა ექვსი ადამიანი. თავდასხმაზე პასუხისმგებლობა არავის უკისრია.
XS
SM
MD
LG