Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ეგვიპტეში მოხდა შეტაკება დემონსტრანტების ორ ჯგუფს შორის


ეგვიპტიდან იუწყებიან, რომ ქალაქ ალექსანდრიაში პოლიციამ ცრემლმდენი გაზი გამოიყენა დემონსტრანტების ორ ჯგუფს შორის შეტაკებისათვის ბოლოს მოსაღებად. მმართველ პოლიტიკურ ორგანიზაცია „მუსლიმთა საძმოს“ მომხრეები და სეკულარიზაციის მხარდამჭერი ოპოზიციონერები ქვებს ესროდნენ ერთმანეთს. დაშავდა რამდენიმე ადამიანი. ძალადობა დაიწყო მას შემდეგ, რაც „მუსლიმთა საძმოს“ ათასობით მომხრე შეიკრიბა ეგვიპტის ახალი კონსტიტუციის პროექტის მხარდასაჭერად, 22 დეკემბერს ამ პროექტის შესახებ რეფერენდუმის მეორე რაუნდის ჩატარებამდე. ოპონენტები კი უკმაყოფილებას გამოთქვამენ იმის გამო, რომ ახალი კონსტიტუციის პროექტი, მათი შეფასებით, ქვეყანას აახლოებს ისლამურ სახელმწიფოსთან. რეფერენდუმის პირველი, 15 დეკემბერს ჩატარებული რაუნდის არაოფიციალური შედეგებით, ამომრჩეველთა უმრავლესობამ მხარი დაუჭირა კონსტიტუციის პროექტს.
XS
SM
MD
LG