Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გავრცელებული ცნობით, ყოფილმა მაღალჩინოსნებმა დატოვეს საპატიმრო


საინფორმაციო სააგენტო „ინტერპრესნიუსის“ ცნობით, ნიკა გვარამიამ, ალექსანდრე ხეთაგურმა, კახა დამენიამ, დევი კანდელაკმა და გიორგი ნემსიწვერიძემ გლდანის ციხე უკვე დატოვეს. თბილისის საქალაქო სასამართლომ დღეს ყოფილ მაღალჩინოსნებს და მათთან ერთად კორუფციის ბრალდებით დაკავებულ სხვა პირებს გირაოთი განთავისუფლება შეუფარდა. გვარამიას, დამენიას, კანდელაკს და ხეთაგურს 30-30 ათასი ლარის ოდენობის გირაოს გადახდა დაეკისრათ. იზაბელა გუტიძეს და გიორგი ნემსიწვერიძეს - 15-15 ათასი ლარის ოდენობით. ექვსივე პირი ქრთამის აღებისა და დოკუმენტების გაყალბების ბრალდებით იყო დაკავებული. საქმეზე წინა სასამართლო სხდომა 31 იანვარსაა ჩანიშნული.
XS
SM
MD
LG