Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ეგვიპტე რეფერენდუმის შედეგების გამოცხადებას ელოდება


ეგვიპტეში დღეს უნდა გამოცხადდეს ახალ კონსტიტუციასთან დაკავშირებული რეფერენდუმის შედეგები. არაოფიციალური მონაცემებით დოკუმენტს მხარი რეფერენდუმზე მისულთა 60 პროცენტზე მეტმა დაუჭირა, თუმცა ოპოზიცია, რომელიც ამტკიცებს, რომ ახალი კონსტიტუცია ისლამისტებს ანიჭებს უპირატესობას, გაყალბებებზე ლაპარაკობს. ბოლო რამდენიმე კვირის განმავლობაში ეგვიპტეში რეფერენდუმთან დაკავშირებით რამდენიმე მსხვილი დემონსტრაცია ჩატარდა.
XS
SM
MD
LG