Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ალექსეი ნავალნის წინააღმდეგ მესამე საქმე აღიძრა


რუსეთში რიგით მესამე საქმე აღძრეს ოპოზიციის ერთ-ერთი ლიდერის, ალექსეი ნავალნის წინააღმდეგ, რომელიც პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის ერთ-ერთ ყველაზე მწვავე კრიტიკოსად არის მიჩნეული. ორშაბათს გამომძიებლებმა განაცხადეს, რომ 2007 წელს ნავალნიმ სამ მილიონ დოლარზე მეტი გაფლანგა. ისინი ნავალნის ბრალს სდებენ ფასადური კომპანიების შექმნაში, რათა მათი გზით მომხდარიყო მისი ყოფილი პოლიტიკური პარტიის თანხების გაფლანგვა. ნავალნი ბრალდებას „აბსურდს“ უწოდებს. თანხების მოპარვას ასევე უარყოფს პარტიის ყოფილი გავლენიანი წევრი. ნავალნი ცნობილი ბლოგერი და კორუფციასთან მებრძოლი აქტივისტია. 36 წლის ადვოკატი ორგანიზატორი იყო პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის მმართველობის საწინააღმდეგო რამდენიმე აქციისა. მის წინააღმდეგ უკვე აღძრულია ორი საქმე, თანხების მითვისების და ყალბი ანგარიშების შედგენის ბრალდებებით.
XS
SM
MD
LG