Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ეგვიპტეში დღეს გამოქვეყნდება კონსტიტუციის პროექტზე კენჭისყრის შედეგები


ეგვიპტეში დღეს გამოცხადდება ახალი კონსტიტუციის პროექტზე კენჭისყრის ოფიციალური შედეგები. არაოფიციალური ინფორმაციით, რომელიც ორშაბათს ”მუსლიმთა საძმომ” გამოაქვეყნა, ამომრჩეველთა 64%-მა დაუჭირა მხარი კონსტიტუციის პროექტს. თუ მხარდაჭერა ოფიციალურადაც დადასტურდა, დაახლოებით, ორ თვეში ეგვიპტეში საპარლამენტო არჩევნები ჩატარდება. დოკუმენტის მიმართ უარყოფით დამოკიდებულებას ინარჩუნებს რეფორმების მომხრე ოპოზიცია, რომელიც აცხადებს, რომ კონსტიტუციის პროექტის ტექსტი უმეტესწილად პრეზიდენტ მურსის ისლამისტი მოკავშირეების მიერ არის შედგენილი და ის არ უზრუნველყოფს დემოკრატიულ თავისუფლებების, ქალთა და უმცირესობების უფლებების დაცვას. ოპოზიციური ალიანსი - ”ეროვნული გადარჩენის ფრონტი” კონსტიტუციის პროექტზე კენჭისყრისას აღმოჩენილ ბევრ დარღვევაზე აცხადებს.
XS
SM
MD
LG