Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ნაციონალური მოძრაობის ფრაქცია კიდევ ერთმა წევრმა დატოვა


ნაციონალური მოძრაობის საპარლამენტო ფრაქცია კიდევ ერთმა წევრმა დატოვა - ამის შესახებ სააგენტო ინტერპრესნიუსი იუწყება. მისი ცნობით, ქედის მაჟორიტარმა დეპუტატმა იაშა შერვაშიძემ შესაბამისი განცხადებით უკვე მიმართა საპროცედურო საკითხთა და წესების საპარლამენტო კომიტეტს. გასულ კვირაში ფრაქცია ნაციონალური მოძრაობა დატოვა ამბროლაურის მაჟორიტარმა გოჩა ენუქიძემ, მანამდე კი კიდევ შვიდმა დეპუტატმა.
XS
SM
MD
LG