Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბიძინა ივანიშვილი 26 დეკემბერს სამუშაო ვიზიტით აზერბაიჯანს ესტუმრება


საქართველოს პრემიერ-მინისტრი 26 დეკემბერს აზერბაიჯანს ეწვევა და ერთდღიანი სამუშაო ვიზიტის ფარგლებში აზერბაიჯანის პრეზიდენტ ილჰამ ალიევსა და კოლეგა არტურ რასიზადეს შეხვდება. ამის შესახებ "ინტერპრესნიუსი" პრემიერ-მინისტრის პრესსამსახურის უფროსმა ნონა ყანდიაშვილზე დაყრდნობით იუწყება. ბაქოში საქართველოდან შვიდკაციანი დელეგაცია გაემგზავრება, რომელთა შორისაც ბიძინა ივანიშვილის გარდა, საგარეო საქმეთა, ენერგეტიკისა და ეკონომიკის მინისტრები მაია ფანჯიკიძე, კახა კალაძე და გიორგი კვირიკაშვილი, ასევე, დიასპორის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი კოტე სურგულაძე იქნებიან. ვიზიტის ფარგლებში ორმხრივი ურთიერთობების გარდა განხილვის ერთ-ერთი თემა ბუნებრივი აირის ტარიფთან დაკავშირებული საკითხიც იქნება. საქართველოს მთავრობის დელეგაცია სამშობლოში 27 დეკემბერს დაბრუნდება.
XS
SM
MD
LG