Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

თავდაცვის სამინისტროს ინსპექციამ იარაღის გაცემაში უკანონობა დაინახა


საქართველოს თავდაცვის სამინისტროს გენერალურმა ინსპექციამ, რომელიც ბოლო წინა ხელმძრვანელობის დროს ფულადი ჯილდოებისა დ თავდაცვის სამინისტროს თანამშრომლებზე სახელობითი იარაღის გაცემის კანონიერებას სწავლობს, მოკვლეული მასალები რეაგირებისათვის პროკურატურას გადასცა. გენერალური ინსპექციის უფროსის ანდრო გოცირიძის თქმით, სისხლის სამართლის აღძვრის მიზეზი გახდა ის გარემოება, რომ 29 მოქალაქეს, რომლებსაც არანაირი შეხება არ ჰქონიათ თავდაცვის სამინისტროსთან და გენერალურ შტაბთან, 2012 წლის ოქტომბრის დასაწყისში ჯილოდ გადაეცათ სხვადასხვა ღირებულების ძვირადღირებული იარაღი. „აღნიშნული, მოქმედი კანონმდებლობის დარღვევაა და მასალები აღნიშნულის შესახებ გადაეცემა საქართველოს მთავარ პროკურატურას, „-განაცხადა თავდაცვის სამინისტროს გენერალური ინსპექციის უფროსმა. შიდა მოკვლევით დადგინდა, რომ 2012 წლის 3-დან 10-ოქტომბრამდე პერიოდში, ანუ საქართველოში ხელისუფლების გადაბარების პროცესში, 55 ათას სამხედრო და სამოქალაქო მოსამსახურეზე ჯილდოს სახით გაიცა დაახლოებით 207 ათასი ლარის ღირებულების იარაღი. რაც შეეხება ფულად პრემიას, ამავე პერიოდში, თავდაცვის სამინისტროს თანამშრომლებზე 538 ათასი ლარის ფულადი პრემია გაიცა. მაშინ როცა სხვა სამხედრო მოსამსახურეებზე გაცემულმა პრემიამ მხოლოდ 200 ათასი ლარი შეადგინა. თუმცა, გენერალური ინსპექციის უფროსს არ დაუსახელებია, თუ ვისი ბრძანებით მოხდა აღნიშნულ პერიოდში იარაღებისა და ფულად ჯილდოს გაცემა.
XS
SM
MD
LG