Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ფედერაციის საბჭომ მხარი დაუჭირა „ანტიმაგნიტსკის კანონს“


რუსეთის ფედერაციის პარლამენტის ზედა პალატამ ერთსულოვნად დაუჭირა მხარი სადაოდქცეულ კანონპროექტს, რომელიც აშშ-ის მოქალაქეებზე რუსი ბავშვების გაშვილებას კრძალავს. კანონის ამოქმედება ან მასზე ვეტოს დადება ახლა რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის ხელშია. აღნიშნული კანონი მხოლოდ შემადგენელი ნაწილია საკანონმდებლო ცვლილებისა, რაც განრისხებულმა რუსმა კანონმდებლებმა აშშ-ის კონგრესის მიერ მიღებული „მაგნიტსკის აქტის“ საპასუხოდ შეიმუშავა. ამერიკის მოქალაქეებზე რუსი ბავშვების გაშვილების აკრძალვას რუსეთში მრავალი მოწინააღმდეგ ჰყავს, რომლებიც შიშობენ, რომ კანონის ამოქმედების შემთხვევაში ასობით ბავშვი დაკარგავს შანსს დატოვოს უპატრონო სახლებში, სადაც გაუსაძლისი მდგომარეობაა.
XS
SM
MD
LG