Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სირიის სამხედრო პოლიციის უფროსი თურქეთში გაიქცა


სირიის სამხედრო პოლიციის უფროსმა, გენერალმა აბდულ აზიზ იასემ ალ შალალმა უღალატა სეირიის პრეზიდენტს და, გავრცელებული ინფორმაციით, თურქეთში გაიქცა. „ყოვლისშემძლე და მოწყალე ღმერთის სახელით ვაცხადებ, რომ მე, გენერალი აბდულ აზიზი იასემ ალ შალალი, სამხედრო პოლიციის უფროსი ვარ. მე გავიქეცი იმიტომ, რომ არმიამ უღალატა ქვეყნის დაცვის მოვალეობას და გადაიქცა მკვლელობისა და განადგურების, ქალაქებისა და სოფლების ნგრევის იარაღად, რომელიც მასობრივ მკვლელობებს სჩადის თავისუფლების სახელით მოქმედი უიარაღო ადამიანების წინააღმდეგ. გაუმარჯოს თავისუფალ და ძლიერ სირიას“ ,- განაცხადა ალ შალალმა. გაქცეულმა გენერალმა 25 დეკემბერს ინტერვიუ მისცა დუბაის ტელეკომპანია „ალ არაბიას“ და განაცხადა, რომ იგი „სახალხო რევოლუციის“ მხარეზე გადადის. სარიაში სახალხო მღელვარების დაწყების შემდეგ არმიისა და უსაფრთხოების ძალების რიგები ათეულმა მაღალი რანგის ოფიცერმა დატოვა. ივლისში ბაშარ ალ ასადს უღალატა და მეამბოხეთა მხარეზე გადავიდა ერთ-ერთი ყველაზე ელიტური სირიის რესპუბლიკური გვარდიის გენერალი მუნაფ ტლაში.
XS
SM
MD
LG