აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა 90-მდე პირი შეიწყალა, მათ შორის ორი საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ სინდისის პატიმრად აღიარებული პირია. პრეზიდენტის განკარგულებით, 79 პატიმარი თავისუფლდება, 4-ს უმცირდება გამოსასწორებელი სამუშაოს ვადა, 4 კი თავისუფლდება ჯარიმისგან. გათავისუფლებულთა შორის არიან: ერთი ჟურნალისტი და რამდენიმე ოპოზიციონერი, რომელთაც მხარდაჭერა ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ გამოუცხადა, როცა განაცხადა, რომ ამ პირების სისხლისსამართლებრივი დევნისას აზერბაიჯანის ხელისუფლება პოლიტიკური მოტივებით ხელმძღვანელობდა.
ყველაზე პოპულარული
1