Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პრეზიდენტმა ამნისტიის კანონს ვეტო დაადო


საქართველოს პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა ამნისტიის შესახებ კანონს ვეტო დაადო. პრეზიდენტის პრესსპიკერმა, მანანა მანჯგალაძემ განაცხადა, რომ ცალკეულ პუნქტებზე მუშაობა მიმდინარეობს და შესაძლოა, შესწორებული კანონპროექტი პარლამენტს დღის ბოლომდე გადაეგზავნოს. პარლამენტმა პრეზიდენტის შენიშვნები უნდა გაითვალისწინოს ან პრეზიდენტის ვეტო დაძლიოს, რასაც დეპუტატთა 89 ხმა სჭირდება. აღსანიშნავია, რომ საპარლამენტო უმრავლესობა სწორედ პრეზიდენტის ვეტოს დაძლევას აპირებს.
XS
SM
MD
LG